17:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-13 17:35:24, 1807 ნახვა

სამართალი
მეუღლის მიმართ ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სისტემატიური ფსიქიკური ძალადობისთვის ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში  წარდგენილი  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ა. სისტემატურად, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობდა მეუღლის მ.მ.-ს მიმართ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ამცირებდა მას და აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

„სამართალდამცველებმა გ.ა. 2018 წლის 13 ივლისს ქ.თბილისში დააკავეს. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი  ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და ორ ეპიზოდზე 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით  (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 2  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics