05:17 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 13:17:47, 1135 ნახვა

კომენტარი
გახარია - სამედიცინო მიზნით მარიხუანის კულტივაცია ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას არ ეწინააღმდეგება

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ახალი კანონპროექტით გათვალისწინებულ, მარიხუანის მოხმარების მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაცია არ შექმნის დამატებით რისკებს მოხმარების წახალისებისთვის.

 „ჩვენ აქ ვხედავთ შესაძლებლობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას დავუბრუნდეთ  მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში რეგულაციების ეფექტურობის ამაღლებასაც. ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამისნიტროსთვის რა არის მთავარი?!- იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ და არც მოხმარების მომენტი, არც ეფექტური კონტროლის პირობებში, სამედიცინო მიზნით კულტივაცია არ ეწინააღმდეგება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას. პირიქით, გარკვეულ შემთხვევებში თუ შევძლებთ რესურსულად სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის  გაძლიერებას, მაშინ პირიქით მოგვეხმარება. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ იმ შემთხვევაში თუ გვაქვს მკაცრი და ეფექტური რეგლამენტაციის საშუალება და კონტროლის საშუალება სამედიცინო მიზნით კანაფის, მცენარის კულტივაცია, არ შექმნის დამატებით რისკებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების წახალისებისთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ამ ეფექტური კონტროლის განხორციელებას შევძლებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics