05:17 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 20:08:23, 919 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე: კომისიამ დაადასტურა, რომ სარალიძის ეჭვები მისი შვილის მკვლელთან დაკავშირებით, სიმართლეს მოკლებული არ არის

პარლამენტის შენობასთან, სადაც უკვე მეორე დღეა ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები - პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე და ოთარ კახიძე მივიდნენ.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაადასტურა, რომ ზაზა სარალიძის ეჭვები მისი შვილის მკვლელთან დაკავშირებით, სიმართლეს მოკლებული არ არის.

„როგორც ორი შვილის მამა, ადამიანურად თანავუგრძნობ ზაზა სარალიძეს. როგორც პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ საპარლამენტო კომისიის მუშაობამ დაადასტურა ზაზას სიმართლე, კერძოდ კი, სისტემამ გააკეთა ყველაფერი, რომ არ მომხდარიყო საქმის სრულფასოვანი გამოძიება და დასასჯელი ადამიანები არ დასჯილიყვნენ. ჩვენი ვალია ადამიანურად და პოლიტიკურად გვერდში დავუდგეთ ზაზას და მის გეგმებს. მასთან გვექნება კონსულტაცია, რის შემდეგაც დეტალებზე ჩამოვყალიბდებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთის, ზაზა სარალიძე 21:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგის თემა ამ დროისთვის უცნობია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics