03:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 15:44:34, 1102 ნახვა

კომენტარი
გია გაჩეჩილაძე: ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია ლიცენზიები გაიცეს მარიხუანას მოყვანაზე, მკაცრად დაცული იქნება

„ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია, მარიხუანას მოყვანაზე ლიცენზიები გაიცეს, მკაცრად დაცული იქნება“, -ამის შესახებ „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავჯდომარე, გიორგი გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გაჩეჩილაძე ადასტურებს, რომ ამ თემაზე საუბარი გუშინდელ შეხვედრაზე მართლაც იყო. მისივე თქმით, შეხვედრას ესწრებოდა შსს-ს წარმომადგენელიც, რომელიც ამ ინიციატივის ავტორია.

 „ვერსიების დონეზე არსებობს ასეთ რამ, შემოვა კანონპროექტი და იქ ყველაფერი იქნება ნათელი, უბრალოდ ჩვენ ძალიან გაგვჭედა ამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ და ჩვენ გვიწევს ახლა ამ ვაკუუმის შევსება, რომელიც ამ მარიხუანასთან არის დაკავშირებული და ჩვენ ვამკაცრებთ ყველაფერს, მაგრამ თვითონ, რაც მარიხუანას კულტივაციას ეხება, აქ საუბარი იყო იმაზე, რომ შეიძლება ექსპორტზე გატანის თვალსაზრისით იყოს შესაძლებელი სამკურნალო მარიხუანას მოყვანა. ის ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია ლიცენზიები გაიცეს მარიხუანას მოყვანაზე იქნება მკაცრად დაცული, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება ჩართული“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში მარიხუანას მოყვანა და ექსპორტზე გატანა იგეგმება.  შსს-ს ინფორმაციით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ თემაზე საუბარი გუშინ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე იყო, რომლესაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სწორედ ყოფილმა პრემიერმა დაუჭირა მხარი მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტზე გატანის პროექტს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics