03:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 13:23:50, 1005 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: ღიმილის მომგვრელია ბრალდებები, რომ თითქოს ხელისუფლებას რომელიმე ტელევიზიის მითვისება სურს

„ღიმილის მომგვრელია ბრალდებები, რომ ხელისუფლება თითქოს, რომელიმე ტელევიზიის მითვისება სურს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე  ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერს.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, კონკრეტული ბრალდებები კანონმდებლობის გადმოსახედიდან უნდა შეფასდეს.

„ჩვენ არაერთხელ გვქონდა შესაძლებლობა და რესურსი შეგვექმნა ახალი მედია, განგვევითარებინა ის, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეთიკის საკითხია, რომ სახელისუფლებო გუნდს არ ჰქონდეს თავის საკუთარი მედია, ამიტომ ჩვენ ერთგულნი ვრჩებით მედიათავისუფლების,  გვჭირდება კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია. კონკრეტული ბრალდებები უნდა შეფასდეს კანონმდებლობის გადმოსახედიდან, მე შემიძლია მხოლოდ პოლიტიკური შეფასება გავაკეთო“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მათი სანდო წყაროს მტკიცებით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერში ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს სწორედ მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics