03:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 19:19:17, 959 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: ყველამ თავის სავიზიტო ბარათს მიხედოს, ურიგო არ იქნება

„ყველამ თავის სავიზიტო ბარათს რომ მიხედოს, არ იქნება ურიგო. ზოგიერთის სავიზიტო ბარათზე აგვისტოში გაგზავნილი წერილებია რუსეთში ჩასატარებელ კონცერტებზე, ზოგიერთის ბარათზე კი დანა-ჩანგალი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის შეფასებებს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.

თალაკვაძემ განმარტა, რომ ზურაბიშვილის და მმართველი პარტიის მოსაზრება აგვისტოს ომთან დაკავშირებით ცალსახაა - რუსეთი არის აგრესორი.

„ჩვენი და სალომე ზურაბიშვილის განცხადება აგვისტოს ომთან დაკავშირებით არის ცალსახა -აგრესორი არის რუსეთი, რაც შეეხება დღევანდელ ბრიფინგს და ბატონი ვაშაძის განცხადებას სალომე ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით, მან თქვა, რომ სავიზიტო ბარათი იქნება ჩვენი და პასუხისმგებლობას „ქართული ოცნება“ იღებსო, პირდაპირ შემიძლია გიპასუხოთ, სჯობს ყველამ თავის სავიზიტო ბარათს რომ მიხედოს, არ იქნება ურიგო. ზოგიერთის სავიზიტო ბარათზე აგვისტოში გაგზავნილი წერილებია რუსეთში ჩასატარებელ კონცერტებზე, ზოგიერთის ბარათზე კი დანა-ჩანგალი. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას, სჯობს, საკუთარ კამპანიაზე დახარჯონ მეტი დრო და ენერგია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics