03:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 12:33:26, 882 ნახვა

კომენტარი
ივანე მაჭავარიანი - ახალი საბაჟო კოდექსით მნიშვნელოვნად მარტივდება საბაჟო პროცედურები

ახალი საბაჟო კოდექსით მნიშვნელოვნად მარტივდება საბაჟო პროცედურები, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, ახალი საბაჟო კოდექსით, მარტივდება სასაზღვრო ფორმალობები.

„გადამზიდავ კომპანიას საშუალება ეძლევა წინასწარ განახორციელოს ზოგადი დეკლარირება, საქონლის შემოტანისას 200, ხოლო გატანისას 150 დღით ადრე, რაც გამოიწვევს საზღვარზე აღრიცხვის მოწმობის გამოწერისთვის საჭირო დროის დაზოგვას.

 გარდა ამისა, სიახლეა, რომ ახალი საბაჟო კოდექსით, საქართველოში დაინერგება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემა.

 ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ნდობის უფრო მაღალი ხარისხის არსებობას, რაც ასევე, გულისხმობს ქართული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის აღიარებას ევროკავშირის ქვეყნებში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics