00:59 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-07 16:36:46, 913 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონში თანადაფინანსებული პროექტი 42 მისამართზე ხორციელდება

თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონში, სხვადასხვა სახის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 42 მისამართზე მიმდინარეობს. 

კერძოდ, ხორციელდება სადარბაზოების რემონტი, სართულშუა ნაპრალების, სახურავების, წყლისა და წყალარინების ქსელების და კიბეების რეაბილიტაცია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აწარმოებენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 661 214 ლარი გამოიყო. 

რაც შეეხება უკვე დასრულებულ სამუშაოებს, მათ განხორციელებაზე 577 480 ლარი დაიხარჯა. შედეგად, ინფრასტრუქტურა 52 მისამართზე განახლდა. 

პროექტების დაფინანსების პროცესში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ანგარიშებზე დაგროვილ თანხებსაც მოქალაქეები საერთო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად აქტიურად იყენებენ, რაც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics