17:18 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-05 11:44:13, 3805 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ჯეიმს მატისს: მოდი მოვკლათ ასადი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სირიის ლიდერის ბაშარასადის მოკვლა სურდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

გამოცემა იტყობინება, რომ ამის შესახებ Washington Post-ის რედაქტორმა ბობ ვუდვორდმა თავის წიგნში დაწერა. 

„შიში: ტრამპი თეთრ სახლში“ ასე ჰქვია ამერიკელი ჟურნალისტის ახალ წიგნს, რომელიც 11 სექტემბერს გამოვა. როგორც წიგნში წერია, 2017 წელს იდლიბში მომხდარი ქიმიური თავდასხმის შემდეგ, თეთრი სახლის ლიდერმა თავდაცვის მდივან ჯეიმს მეტისს ასადის მკვლელობა შესთავაზა. ამავე ინფორმაციით, მეტისი თავდაპირველად ტრამპს დაეთანხმა, თუმცა მოგვიანებით ამერიკის მიერ სირიაზე საჰაერო იერიშის გეგმა შეიმუშავა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მეტისმა ჟურნალისტებთან უარყო, რომ ტრამპსა და მას შორის ასეთი საუბარი შედგა.

ბობ ვუდვორდი მსოფლიო საზაგადოებისთვის 1974 წელს გახდა ცნობილი, როდესაც ის კარლ ბერნშტეინთან ერთად უოტერგეიტის სკანდალს აშუქებდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics