13:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-04 14:04:24, 1355 ნახვა

კომენტარი
დავით სერგეენკო: C ჰეპატიტის პროექტის შეგნებული დისკრედიტაცია არ უნდა მოხდეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოსახლეობას C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და იმ სიახლეების შესახებ ისაუბრა, რაც ბენეფიციარებს ფინანსურ თუ გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის.

დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით სერგეენკო C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიების საკითხსაც შეეხო. მისი განმარტებით გამოძიება პრევენციული ხასიათისაა. საქმე ეხება იმ მედიკამეტებს, რომლებსაც პაცინეტების სიმცირის გამო ვადა გაუვიდა.

„მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს, ყველას მოვუწოდებ ჩაერთონ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში, რადგან ვისაც ეს ინფექცია აქვს და ახლა არ აწუხებს, რამდენიმე წელიწადში დარჩებიან ამ დაავადებასთან პირისპირ “, - განაცხადა მინისტრმა. 

ქვეყანაში საჭირო მედიკამეტების რაოდენობის განსაზღვრა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან შეთანხმებით ხდება. საბჭოს შემადგენლობაში აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, ფარმაცევტული კომპანია გილეადის წარმომადგენლებიც შედიან. მრჩეველთა საბჭოს მიერ 2016 წელს გაცემული რეკომენდაციის მიხედვით, იმისთვის, რომ ელიმინაციის მიზანი, დაგეგმილ ვადებში დამდგარიყო, თვეში 3500 პაციენტის საჭირო მედიკამენტებით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. დღეის მდგომარებობით პროგრამაში ყოველთვიურად საშუალოდ 1000 პაციენტი ერთვება. 

დავით სერგეენკოს განმარტებით, მედიკამენტების ჩამოწერის გამო სახელმწიფოს ზარალი არ მიდგომია და ყველა პაციენტმა პროგრამის ფარგლებში ვადიანი და უახლესი თაობის მედიკამენტით იმკურნალა.

„სანამ ამ პროექტს ვიწყებდით, ერთადერთი რისკი იყო, რომ არ მომხდარიყო  მედიკამენტების არალეგალური გადინება. საბედნიეროდ, სამნახევარი წლის განმავლობაში არც ერთი ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაკონტროლებელმა ყურადღება არ მიაქციოს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics