14:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-02 11:39:35, 2134 ნახვა

მსოფლიო
ამერიკამ თურქეთის ორ მინისტრს სანქციები დაუწესა

თეთრი სახლის პრესმდივნის სარა სანდერსის განცხადებით, ამერიკამ თურქ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. 

როგორც სანდერსმა აღნიშნა, შეზღუდვების პაკეტი თურქეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების წინააღმდეგ ამოქმედდება.

მედია საშუალების ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრების გამო მიიღო. ოფიციალურმა ვაშინგტონმა თურქეთს პასტორის გათავისუფლების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, რაზეც ანკარამ უარი განაცხადა. 

ცნობისთვის, პასტორი 2017 წელს იზმირში დააკავეს. მას ბრალად თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 35-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ბრანსონი, მეუღლესთან ერთად, თურქეთში, ქალაქ იზმირში, 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ქრისტიანული ეკლესიის მოძღვარი იყო.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics