20:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 14:13:26, 750 ნახვა

კომენტარი
ლევან იზორია: „ღირსეული პარტნიორი“ ჩვენი ერთობლივი ღირსეული პარტნიორობის სიმბოლოა

„სწავლების სახელწოდება „ღირსეული პარტნიორი“ ჩვენი ჯარისკაცების სიმამაცისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ეს სწავლება, სწორედ ჩვენი ერთობლივი ღირსეული პარტნიორობის სიმბოლოა“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ მზარდი დინამიკით გამოირჩევა.

„თუკი 2017 წელს სწავლებაში მონაწილეობა 2800 სამხედრო მოსამსახურემ მიიღო, 2018 წელს მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 3000-ს აჭარბებს. ასევე, გაზრდილია მონაწილე ქვეყნების რაოდენობა. წელს სწავლებაში 13 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. სწავლება დღეს ოფიციალურად გაიხსნა და 15 აგვისტოს დასრულდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics