13:58 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 10:55:12, 816 ნახვა

საზოგადოება
NDI: საქართველოში მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ფასების ზრდაა

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 51% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სამუშაო ადგილებია.

ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში მეორე ადგილს სიღარიბე იკავებს, რომელსაც მოსახლეობის 32% ასახელებს. 28% მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვან საკითხებში ფასების ზრდა/ინფლაცია შედის. 28% - პენსიებს, 24% - ტერიტორიულ მთლიანობას, 21% - ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურეობას, 17% - ხელფასებს, 15% - განათლებას, 10% - ადამიანის უფლებებს, 10% - რუსეთთან ურთიერთობას, 8% - სამართლიანობის აღდგენას, 6% - კრიმინალს, 5% - სამართლიან არჩევნებს, ხოლო 4-4% სასამართლო სისტემას და ნატო-ში გაწევრიანებას ასახელებს.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება 1,9 პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics