14:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-31 14:33:21, 2562 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში, სამხედრო აღლუმის დროს, საბრძოლო ნავი ხიდს შეეჯახა

სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე საზღვაო სამხედრო აღლუმის დროს სადესანტო ნავი "სერნა"(Серна) "ბლაგოვეშენსკი" ხიდის ბოძს შეეჯახა, - ამის შესახებ Lenta.ru იუწყება. 

მედია საშუალების ცნობით, ინციდენტი 29 ივლის მოხდა და რუსულ ტელეარხებს ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუშუქებიათ. შემთხვევის შესახებ ცნობა ტელეარხ RT-ის კადრების მეშვეობით გავრცელდა.

სამხედრო ოლქში, რომელსაც "სერნა" ეკუთვნის, ინციდენტის შესახებ განცხადებას არ აკეთებენ. მეტიც ვიდეოზე ასახულ შემთხვევას უარჰყოფენ:

"29 ივლისს მდინარე ნევაზე გამართულ აღლუმის მწყობრში და მის მსვლელობაში არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია",-განუცხადეს ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ საზღვაო აღლუმი რუსეთში, ქალაქ პეტერბურგში 29 ივლისს გაიმართა. ამ დღეს ქვეყანაში სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღეს აღნიშნავენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics