14:35 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-28 15:38:18, 2012 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი დააპატიმრეს

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, - ამის შესახებ Tass იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ყოფილ პრეზიდენტს კონსტიუციური წყობილების დამხობას ედავებიან. მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რობერთ ქოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტის პოსტს 1998-2008 წლებში იკავებდა. მას საპროტესტო აქციის დარბევის საქმეზე ასამართლებენ. მაშინ ერევნის მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და პოსტზე სახელისუფლებო კანდიდატის, სერჟ სარქსიანის არჩევას აპროტესტებდა. 2008 წლის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იყო. აქციების დარბევის დროს 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ქოჩარიანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რის შემდეგაც აქციები პროტესტის ტალღა შეწყდა.

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ რობერტ ქოჩარიანმა, სხვა მაღალჩინოსნებთან შეთანხმებით, დემონსტრაციის დარბევის გადაწყვეტილება მიიღო, რაც გამოძიებამ კონსტიტუციური წყობილების დამხობად შეაფასა.

თავად ქოჩარიანი ბრალდებებს უარყოფს. მისი განცხადებით, აღნიშნული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და საქმე არის "შეკერილი".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics