13:17 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 16:13:50, 1431 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთში დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა - ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა

საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. საბერძნეთშ ბოლო პერიოდის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.

მედიის ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მას შემდეგ გართულდა, რაც რეგიონში ძლიერი ქარი ამოვარდა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა მომხდართან დაკავშირებით 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. მისივე განცხადებით, საბერძნეთი მის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთლ მდგომარეობაშია.

ცნობისთვის, ხანძარი საბერძნეთში უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში მძვინვარებს. დღეს საბერძნეთმა დახმარების თხოვნით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს მიმართა. ესპანეთის მთავრობა, გადაწყვიტა, რომ საბერძნეთის დასახმარებლად 2 თვითმფრინავი გამოყოს. გარდა ამისა, საბერძნეთში საქართველოს 2 მოქალაქეს ეძებდნენ. მათგან ერთი იპოვეს და ის თავს კარგად გრძნობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics