|
2018-07-13 17:08:23, 891 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: თითოეული რეფორმა მორგებული იქნება ადამიანის კეთილდღეობის ზრდაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს" ხვდება. მთავრობის მეთაურმა ფრაქციის წევრებს სიტყვით მიმართა და ყურადღება იმ პრინციპებზე გაამახვილა, რომელსაც ახალი სამთავრობო პროგრამა ეფუძნება. „პირველი, ეს გახლავთ - ჩვენი ერის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია. ამ მიმართულებით „ქართულ ოცნებას" მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს, რომელსაც სჭირდება განმტკიცება. მეორე - ეს გახლავთ ძირეული და ინოვაციური რეფორმების გატარება. თქვენ იცით ჩემი პოზიცია,რომ ეკონომიკური მოდელი, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო არ უზუნვეყლოფს ქვეყანაში ინკლუზიურ ზრდას. მასში არის ისეთი სექტორები სადაც არ იყო სამართლიანი თამაშების წესები და შეიქმნა მნიშვნელოვანი ბარიერები ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის. ჩვენ ამას აუცილებლად აღმოვფხვრით, ახალ სტიმულს მივცემთ საქართველოში ინკლუზიური ზრდის მიღებას. მესამე - ეს გახლავთ მცირე მთავრობის კონცეფცია. მისი მთავარი მიზანია დაანონსებული რეფორმები გავატაროთ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში. მმართველობითი აპარატი გავხადოთ უფრო ეფექტური და შედეგებზე ორიენტირებული. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ უფრო შევამცირეთ სამინისტროების რაოდენობა - დღეს წარმოდგენილნი ვართ 10 მინისტრით და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატით. ამასთან, აღნიშნული რეფორმა გულისხმობს ინსტიტუციური კონტროლის გაძლიერებას სახელმწიფო უწყებებზე, მათ შორის ანტიკორუფციული მიმართულებით. მეოთხე პრინციპი, რომელიც გახლავთ ჩემი ცხოვრების და შეიძლება ითქვას პოლიტიკური მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი - ეს არის განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაცია, ვინაიდან მე მწამს, რომ განათლებული, მოტივირებული და შესაბამისი სამეწარმეო სულისკვეთებით აღსავსე მოქალაქეები შეძლებენ ისეთი საქართველოს ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის, რომ ჩვენ ერთად ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო. და ბოლოს, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტი იყო არის და იქნება ადამიანი და მასზე ზრუნვა. თითოეული რეფორმა მორგებული იქნება სწორედ ადამიანის კეთილდღეობის ზრდაზე. იმაზე, რომ ჩვენი სტანდარტი - დემოკრატიის ხარისხის, ადამიანის უფლებების დაცვის იყოს ყოველთვის ძალიან მაღალი და შეესაბამებოდეს იმ წარსულს და მომავალს რაც აქვს ქართველ ერს", - აღნიშნა მან. პრემიერის განცხადებით, წარმოდგენილი პროგრამა და მასში დაფიქსირებული ინიციატივების უმეტესობა არ მოითხოვს დანერგვის გრძელვადიან რეჟიმს. მისივე თქმით, რეფორმების უდიდესი ნაწილი მიმდინარე წელს, ნაწილი კი 2019 წლის განმავლობაში უნდა დაინერგოს. „ბუნებრივია, ეს არ ეხება განათლების სექტორის რეფორმას, ვინაიდან ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა და განათლება სწორედ ის სფეროა, სადაც აუცილებელია გრძელვადიანი მოქმედების გეგმა. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ახალი რეფორმებით შევქმნათ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს მთავარ ეკონომიკურ გამოწვევას საქართველოში - ეს არის სიღარიბის შემცირება, ეს გახლავთ ჭარბვალიანობა და რაც მთავარია - სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში", - აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას. პრემიერი ფრაქციის სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)