13:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 14:38:33, 648 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: საქართველოს ექნება კანონი რომელიც მოაწესრიგებს შშმ პირების უფლებებს

"საქართველოს ექნება კანონი  რომელიც მოაწესრიგებს შშმ პირების უფლებებს და უფრო მაღალ რანგში აიყვანს მათ დაცულობას", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა განაცხადა. 

მან იმედი გამოთქვა, რომ შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტის წინაშე უახლოეს მომავალში იქნება წარდგენილი. 

„მე ოპტიმისტი ვარ. მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც ამ მზა კანონპროექტების შემუშავების გზაზე შეგვხვდა. რთულ პროცესებში ვიმუშავეთ, როცა კანონპროექტებს ვამზადებდით. მე იმედი მაქვს, ეს ახალი კანონპროექტი თქვენ წინაშე ჩვენი მხრიდან მალე იქნება წარმოდგენილი და თქვენს მხარდაჭერას მიიღებს. ეს არის სწორედ ის მრავალჯერ ნანატრი  და ყველასთვის სასურველი საქართველოს კანონის პროექტი შშმ პირებისა და მათი უფლებების შესახებ. თქვენ იცით, რომ ჩვენი ხელისუფლება იყო ის, ვინც რატიფიკაცია მოახდინა გაერო-ს კონვენციის, მაგრამ იქ არის ოქმები, ბევრი სხვა სერიოზული თემები და კანონპროექტი დღეს მზად არის. საქართველოს ექნება კანონი  რომელიც მოაწესრიგებს შშმ პირების უფლებებს და უფრო მაღალ რანგში აიყვანს მათ დაცულობას", − განაცხადა თეა წულუკიანმა დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics