|
2018-07-12 10:51:55, 869 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: ნატურალური რძის წარმოების ხელშეწყობისთვის საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობის უახლოეს სხდომას წარედგინება
ნატურალური რძის წარმოების ხელშეწყობისთვის საკანონმდებლო ინიციატივა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების სახით მთავრობის მომავალ უახლოეს სხდომას წარედგინება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან კიდევ ერთხელ ისაუბრა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებული ინიციატივის შესახებ, რომელიც გულისხმობს ქართული წარმოების ნატურალური რძისა და რძის ნაწარმის სრულად განთავისუფლებას დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით. „ინიციატივა, რომელიც დღეს გაჟღერდა, უახლოეს მთავრობის სხდომაზე უკვე წარმოდგენილი იქნება კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებებით. აღნიშნული ინიციატივა გაზრდის მოთხოვნას ნატურალურ პროდუქტზე, ქართული წარმოების ნატურალური რძე და რძის ნაწარმი უფრო მიმზიდველი გახდება მომხმარებლისათვის. ასევე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კომპანიებისთვის, რომლებიც აღნიშნული საქმიანობით არიან დაკავებული, უფრო მიმზიდველი გახდება ნატურალური რძის პროდუქტების წარმოება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ. მისი განცხადებით, უახლოეს პერიოდში, მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდეგ, საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებები პარლამენტს გადაეგზავნება.
(NS)
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)