|
2018-07-11 13:59:42, 1504 ნახვა
სამართალი
სასამართლომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილების მიზეზად ბრალდებულის მხრიდან შესაძლო მიმალვის საფრთხე დაასახელა. მისივე განმარტებით, მალხაზ კობაურის მიმართ პატიმრობის გარდა, სხვა მსუბუქი სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელი იყო. ამასთან, დაცვის მხარე, მალხაზ ობარიუს გათავისუფლებას ითხოვდა. როგორც თავად კობაურმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, მას სმიტების ოჯახი არ მოუკლავს და საქმეში სხვა პირები ფიგურირებენ. საქმის პროკურორის ინფორმაციით, რაიან სმიტსა და ბრალდებულს შორის შელაპარაკება იარაღთან დაკავშირებით შენიშვნას მოჰყვა. შეგახსენებთ, 6 ივლისს ხადას ხეობაში საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი და მათი 4 წლის შვილი გაუჩინარდა. ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლ.ს. ხევში, ჩანჩქერის პირას იმავე დღეს იპოვეს, 7 ივლისს კი, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი აღმოაჩინეს. რაც შეეხება მცირეწლოვანს, შსს-ს ცნობით, ბავშვის ცხედარი საქმეზე დაკავებულ პირთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად აღმოაჩინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)