09:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-04 12:16:42, 763 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე - აჭარის მთავრობის საკითხზე გუნდში კონსულტაციები იყო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ  თალაკვაძე ადასტურებს, რომ აჭარის მთავრობასთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები იყო.

ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„კონსულტაციები იყო გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ, ცოტა ხნით დაელოდოთ და დღის მეორე ნახევარში აჭარის მთავრობის მხრიდან ოფიციალური ინფორმაცია გახდება ცნობილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს.

"ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, აჭარის მთავრობაში 14:00 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული, რომელზეც ზურაბ პატარაძე  განცხადებას გააკეთებს.

ზურაბ პატარაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი 2016 წლის 14 ივლისს დაიკავა. პატარაძის გადადგომის შემთხვევაში ავტომატურად გადადგება აჭარის მინისტრთა კაბინეტიც.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics