22:00 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-01 18:46:08, 966 ნახვა

სამართალი
ურეკში 13 წლის მოზარდი დაიხრჩო - ტრაგედიის დეტალები

ურეკში ზღვაში 13 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით დილის 07:00 საათზე მოხდა.

მოზარდი ზღვაში კიდევ ორ თანატოლთან ერთად იყო შესული, რომელთა გადარჩენა მაშველებმა მოახერხეს.  მაშველებმა სანაპირო ზოლის დათვალიერებისას შენიშნეს ორი მოზარდი, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ, მოზარდების წყლიდან ამოყვანის შემდეგ კი მათ მაშველებს უთხრეს, რომ ზღვაში მესამე მოზარდიც იმყოფებოდა. მაშველებმა მოგვიანებით 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, სანამ ქორეოგრაფები ანსამბლს აბინავებდნენ, სამი ბიჭი ზღვაში შევიდა. მაშველებმა ორის გადარჩენა შეძლეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ზღვაში მესამე ადამიანიც იყო,რომლის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics