12:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 18:08:00, 1009 ნახვა

ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები ადგილობრივ ბიზნესსუბიექტს შეხვდნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 26 ივნისს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები ქალაქ ბათუმში, 70-ზე მეტ ადგილობრივ ბიზნესსუბიექტს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლბეში, მეწარმეების მხრიდან გაჟღერდა უკმაყოფილება აჭარის რეგიონში არსებულ კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით, რომლებიც არ ფლობენ/ან არ აწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ შეუძლიათ კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებულ სესხებზე, დამატებით ისარგებლონ სახელმწიფოს ბიზნესის ხელშემწყობი მექანიზმებით, სესხის პროცენტის თანადაფინანსების და უზრუნველყოფაში თანამონაწილეობის თაობაზე.

შესაბამისად, 2018 წლის, 30 ივნისს, ბათუმში კერძოდ, აჭარის რეგიონში არსებული კომერციული ბანკებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ განხორციელებაში, გაიმართება სამუშაო შეხვედრა.

ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ანთიამ დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადგილობრივი მეწარმეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების, მათ შორის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და საპარტნიორო ფონდის მხარდამჭერი პროექტების შესახებ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics