12:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 17:32:44, 810 ნახვა

ეკონომიკა
ჩერქეზიშვილი: მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე დადებითად აისახება

„საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები და მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, რასაც თავის მხრივ პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას შეეხებოდა.

 გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა  აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ექსპორტის დივერსიფიკაციის,  ინოვაციების და კვლევა-განვითარების კომერციალიზაციის წახალისების მიმართულებით. მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებასა და მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონის ზრდას.

მინისტრის ინფორმაციით, 2018 წლის მაისში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა  4 689 ერთეულს გაუტოლდა.

გიორგი ჩერქეზიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის საქართველოს ეკონომიკის შეფასებაზე „შეთანხმების მეოთხე მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების" ფარგლებში და ასევე საქართველოში ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვაზე.

მიმოხილვაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქცენტს აკეთებს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებსა და გაუმჯობესებაზე. ამ  შეფასებით  ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება იმის საფუძველია, რომ გარტარდეს ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორიცაა განათლების, ინფრასტრუქტურული მოწყობის და სხვა რეფორმები, რომლებიც სწრაფ და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, ასევე საგარეო შოკებისადმი მდგრადობას უზრუნველყოფს.

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად,  საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება არის პოზიტიური, მისიის პირველ შეფასებასთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით  გაუმჯობესდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის   პროგნოზი და 4.8 პროცენტს შეადგენს.  ამასთან, სტრუქტურული რეფორმების შედეგად საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია საშუალოდ უფრო მაღალი 5.2 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. მისი თქმით, სავალუტო ფონდის დასკვნები და შეფასებები ნათლად მიანიშნებს სხვადასხვა მიმართულებით ხელისუფლების მიერ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზე, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებსა და აღნიშნული რეფორმების პოზიტიურ შედეგებზე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics