21:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 14:45:34, 818 ნახვა

სამართალი
რუსული მხარის მიერ დაკავებული ქართველი მესაზღვრეები გაათავისუფლეს

რუსული მხარის მიერ დაკავებული ქართველი მესაზღვრეები გაათავისუფლეს.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„შსს-ს აქტიური მუშაობის და მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეების გათავისუფლება უმოკლეს ვადაში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას 2 მესაზღვრე რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა დღეს, 12 საათზე გადმოსცეს.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს 2 მესაზღვრე მიმდინარე წლის 27 ივნისს, მიღებული გეგმიური დავალების შესაბამისად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე გავიდა, დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად. გარკვეული დროის შემდეგ მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტს დეტალურად გამოიკვლევს და ყველა საჭირო ღონისძიებას განახორციელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics