12:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 11:57:02, 914 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: მაისში 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა მთავრობის სწორი პოლიტიკის ნათელი დადასტურებაა

„საქსტატის“ ახალი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მაისში 7,5% მიაღწია, რაც არის იმის ნათელი დადასტურება, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ ახალ მონაცემებს.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს არის იმის დადასტურება, განხორციელებული და დაანონსებული რეფორმები ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ეკონომიკური ზრდის ტემპები აუცილებლად დაჩქარებული იქნება.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გაუმჯობესებულია ეკონომიკური ზრდის ხარისხობრივი  ეფექტიც. პირველ რიგში მინდა შევეხო ექსპორტის ზრდას, რომელიც, ამავე პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით გაზრდილია, რაც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics