|
2018-06-29 10:09:59, 762 ნახვა
სამართალი
სააკაშვილი: ზუსტად ისეთივე კავშირში ვარ ვალერი გელაშვილის ცემასთან, როგორც კენედის და ტროცკის მკვლელობასთან
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. განაჩენის თანახმად, სააკაშვილს გელაშვილის ცემის ფაქტზე 8 წელი მიესაჯა, თუმცა ამნისტირებული მუხლების გათვალისწინებით, მას 6 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ექსპრეზიდენტი აღნიშნულ განაჩენს მასკარადს უწოდებს და აცხადებს, რომ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს პოლიტიკური დაკვეთა მისცა. „აი, ზუსტად ისეთივე კავშირში ვარ გელაშვილის ცემასთან, როგორც კენედის მკვლელობასთან და ტროცკის მკვლელობასთან და კალიგულას მოშორებასთან. შეუძლებელია, რომ ამ პროცესს ვუწოდო სამართლებრივი. სამართალთან ამას ისეთივე კავშირი აქვს, როგორც მე მარსის შემდგომ კვლევასთან. ეს არის ჩვეულებრივი კლოუნადა, რომელსაც არაფერი სამართლებრივი არ სცხია საერთოდ საქართველოში. გაიხსენეთ კოსტუმების საქმე, გაიხსენეთ სამარცხვინო საქმე საპრეზიდენტო შეწყალების, რომელსაც ყველამ დასცინა და ახლა, ბურჯანაძის ჩვენების საფუძველზე ჩემი გასამართლება და მისჯა 6 წლის, ეს არის ერთადერთი ის, რომ ივანიშვილს უნდა, რომ მე საქართველოში არ დავბრუნდე. ის გააკეთებს ყველაფერს, რათა მე, როგორც ქართული თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი ვერ ჩამოვდიოდე საქართველოში“, - განუცხადა სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ს. ექსპრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქმის მთავარი მოწმე ნინო ბურჯანაძე იყო, რაც მისი შეფასებით, პოლიტიკურ შურისძიებას ადასტურებს. „მთავარი მოწმე იყო ნინო ბურჯანაძე, პუტინის კონკრეტული მარიონეტი საქართველოში. მან ეს ჩვენებები მისცა პუტინთან ვიზიტების შემდეგ, პოსტსაბჭოთა სივრცეზე ყველაზე მეტად და ალბათ, მსოფლიოს მასშტაბით პუტინს ვაღიზიანებ მე, ეს არის მისი არაერთი გამოსვლა, მათ შორის, თუნდაც, რამდენიმე დღის წინანდელი. საქართველოში ივანიშვილი, ერთი მხრივ, ასრულებს პუტინის დაკვეთას, რომელიც პუტინს საჯაროდ აქვს გაცხადებული და მეორეს მხრივ, ცდილობს გაიხანგრძლივოს მის მიერ ქართველი ხალხის ძარცვა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)