12:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 16:44:52, 764 ნახვა

ეკონომიკა
საჯარო რეესტრის ბლოკჩეინის პროექტი BlokchainExpo კონფერენციაზე განიხილეს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკუთრების  რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების  გამოცდილება ამსტერდამში გამართულ ბლოკჩეინის კონფერენციაზე " BlokchainExpo Europe 2018"  განიხილეს. 

მოხსენება პანელურ სესიაზე საჯარო რეესტრის პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა  მარიამ ტურაშვილმა წარადგინა. მან კონფერენციის მონაწილეებს უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით  საჯარო რეესტრის გამოცდილება, შესაძლებლობები და გამოწვევები გააცნო. საუბარი შეეხო, ასევე, უძრავი ქონების ტრანზაქციებში სმარტ კონტრაქტების დანერგვას, ბლოკჩეინის საშუალებით თაღლითობის რისკების კიდევ უფრო შემცირებას, მესამე  მხარის დადასტურების გარეშე მყისიერი ტრანზაქციის განხორციელების შესაძლებლობას და სხვა საკითხებს.

„საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც საკუთრების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგია გამოიყენა. ბოლო მონაცემებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ბლოკჩეინ-ბაზაში 1 310 000-ზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა გაგზავნილი.  ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭვირვალეს და კიდევ უფრო მეტად დაცულს ხდის, ამასთანავე, ეს სერვისი საჯარო რეესტრის მომხარებლებისთვის უფასო და კომფორტულია", - აღნიშნა მარიამ ტურაშვილმა.

BlokchainExpo მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონფერენცია-გამოფენაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიისა და ორგანიზაციის ლიდერებს აერთიანებს  და სიახლეების გაცნობის, გამოცდილებისა და ექსპერტული რეკომენდაციების ურთიერთგაზიარების  შესაძლებლობას აძლევს.  " BlokchainExpo Europe 2018"  ამსტერდამში გაიმართა და მას 12000-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics