11:54 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 13:19:53, 3110 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპი ლგბტ პირს: ღმერთმა ასეთად შეგქმნა და ასეთი უყვარხარ

მამაკაცი, რომელზეც სასულიერო პირმა სექსუალურად იძალადა რომის პაპ ფრანცისკთან საუბარს იხსენებს და აღნიშნავს, რომ პანტიფიკოსმა მას საკუთარი თავის სიყვარული ურჩია.

CNN-ის ინფორმაციით, ხუან კარლოს კრუზი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია და ჩილელი სასულიერო პირის მხრიდან მუდმივი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა.

დაზარალებულმა კრუზმა მომხდარი ინციდენტის შემდეგ ვატიკანში, რომის პაპთან 3 დღე გაატარა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში პანტიფიკოსი კრუზს მის სექსუალურ ორიენტაციაზე და საკუთარი თავის სიყვარულზე ესაუბრებოდა.

როგორც შემდგომში კრუზმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, ფრანცისკესთან ძალიან ემოციური საუბარი ჰქონდა.

"იცი ხუან კარლოს, შენს სექსუალურ ორიენტაციას მნიშვნელობა არ აქვს. ღმერთმა ასეთად შეგქმნა. ღმერთს ასეთი უყვარხარ. რომის პაპსაც ასეთი უყვარხარ და შენც უნდა გიყვარდეს შენი თავი, არ უნდა ინერვიულო იმაზე, თუ რას იტყვის ხალხი... სწორედ ეს მითხრა რომის პაპმა საუბრისას", - განაცხადა ხუან კარლოს კრუზმა.

მედიის ცნობით, პაპის აღნიშნული სიტყვები კათოლიკური ეკლესიის სწავლებისგან რადიკალურად განსხვავდება, რადგან ეკლესია ჰომოსექსუალობას ცოდვად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ის ღმერთის კანონებს ეწინააღმდეგება.

CNN-ი ვატიკანის პრეს-მდივანს გრეგ ბერკის დაუკავშირდა, თუმცა მისი თქმით, რომის პაპის პირადი საუბრები ვატიკანის შეფასებას არ ექვემდებარება.

ცნობისთვის, სასულიერო პირი ფერნანდო კარამიდა, რომელმაც კრუზზე იძალადა ვატიკანმა 2011 წელს დამნაშავედ ცნო.

აღსანიშნავია, რომ რომის პაპი ლიბერალური დამოკიდებულებით ცხოველების მიმართაც გამოირჩევა. 16 ივნისს, პანტიფიკოსმა განაცხადა, რომ სამოთხის კარი ცხოველებისთვისაც ღიაა. შესაბამისი განცხადება მან მაშინ გააკეთა, როდესაც ერთ-ერთი ბიჭი საკუთარი ძაღლის გარდაცვალებას განიცდიდა.

  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics