05:23 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 21:22:31, 741 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი: მალე მობაილ აიდი აპლიკაცია დაინერგება

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის განცხადებით, მალე მობაილ აიდი აპლიკაცია დაინერგება.

როგორც წულუკიანმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ამასთან დაკავშირებით თვის ბოლოს ტენდერი გამოცხადდება.

„ძალიან ბევრი სერვისი შეემატა სახელმწიფო სერვისებს. თვის ბოლოს გაიხსნება ტენდერი და თუ ის წამატებული იქნება, ჩვენ ყველას შეგვეძლება, მობაილ აიდი აპლიკაცია დავნერგოთ კერძო სექტორის მაღალი ხარისხის მონაწილეობით. მათ გარეშე, რა თქმა უნდა, ამ აპლიკაციის დანერგვა შეუძლებელია. სწორედ სხვებს შორის ამას გულისხმობს სამთავრობო პროგრამა, რომ სერვისების მიღება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, და არა მხოლოდ მათ, შეეძლებათ მობილურის მეშვეობით, ისე, რომ არ დასჭირდეთ მისვლა იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში თუ სხვაგან.

1 ივლისს შევა ძალაში ის კანონი, რომელიც თქვენ ჩვენი ინიციატივით მიიღეთ. ეს არის ციფრული ხელმოწერა და ციფრული შტამპი. ამისთვის ჩვენი უწყება არის მზად და კერძო სექტორიდან დაინტერესება არის ძალიან მაღალი“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics