01:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 22:27:40, 935 ნახვა

კომენტარი
კახიძე - დავიწყეთ საქმის მასალების შესწავლა და უკვე პირველივე ტომიდან, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება

„საქმის პირველივე ტომიდან, უკვე ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა, თუმცა მე მაინც წინასწარ დასკვნებს არ გავაკეთებ“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კახიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე კომისიის წევრებმა საქმესთან დაკავშირებით სარალიძის და მისი ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის ვერსიები მოისმინეს.

„დღეს მივიღეთ მასალები როგორც სასამართლოდან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან და დავიწყეთ შესწავლა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბატონი ზაზას და მისი ადვოკატის მოსაზრებები, მათი ვერსიები. ისინი თვეების განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე, ესწრებოდნენ ყველა სასამართოს პროცესს და მათ რა თქმა უნდა აქვთ ძალიან ფასეული ინფორმაცია, რომელთა გაზიარებაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მტკიცებულებების შესწავლა მოხდეს სწორი თანმიმდევრობით. ამავე დროს, უნდა გამოიკვეთოს იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც მოვლენ და კომისიის წინაშე მისცემენ ახსნა-განმარტებას. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ასევე სახალხო დამცველთანაც. ამ საქმეში პირველივე ტომიდან გამომდინარე უკვე ძალიან ბევრი პრობლემა იკვეთება. ჩვენგან პასუხსებს ელის ბატონი ზაზა და მთელი საზოგადოება. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ვიპოვოთ თუ ვისი ნაკერია თეთრი ძაფით ეს საქმე“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics