10:33 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-09 13:37:42, 2825 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი და ტრუდო: არც ვაპირებდით ტრამპისთვის გვეთქვა, სად ჩატარდებოდა G-7-ის წვეულება

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის და კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, "დიდი შვიდეულის" სამიტის დასრულების შემდეგ უნდა გამართულიყო წვეულება, რომელზეც მათ ამერიკის ლიდერის დონალდ ტრამპის დაპატიჟება არ სურდათ.

ინფორმაციას Newyorker ავრცელებს. 

როგორც ლიდერებმა განმარტეს, მათ გაუხარდათ, რომ ტრამპმა სამიტი დროზე ადრე დატოვა. მათივე თქმით, ისინი გეგმავდნენ, რომ წვეულების ადგილი დონალდ ტრამპისთვის არ ეთქვათ.

ტრუდომ და მაკრონმა აღნიშნეს, რომ ეს სამიტის მონაწილეების სრული შეთანხმებით გადაწყდა.

"გეგმა გვქონდა ასეთი...თუ ტრამპი იკითხავდა წვეულების შესახებ ჩვენ ვეტყოდით, რომ აღნიშნული ინფორმაცია ანგელა მერკელთან გაერკვია. მერკელი კი, თავის მხრივ მას მოატყუებდა", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

აღნიშნული ინფორმაცია თავად გერმანიის კანცლერმაც დაადასტურა:

"თუ ტრამპი მოვიდოდა ჩემთან და დაინტერესდებოდა წვეულებით, ვიტყოდი, რომ არაფერი ვიცი და არაფერი მსმენია წვეულების შესახებ", - დასძინა ანგელა მერკელმა.

კანადის პრემიერის თქმით, წვეულება მაინც გაიმართება, შაბათს, როდესაც "დიდი შვიდეულის" სამიტი დასრულდება.

"ახლა, როდესაც ტრამპი წასულია, ჩვენ ეს უნდა აღვნიშნოთ", - აღნიშნა ტრუდომ.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics