06:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 12:09:59, 2561 ნახვა

ეკონომიკა
მაისში წლიური ინფლაციის დონემ 2,5 პროცენტი შეადგინა

მაისში წლიური ინფლაციის დონემ 2,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ შეცვლილა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები შემცირდა 0,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-6,6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0,5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0,1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (4,0 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (1,7 პროცენტი), ასევე თევზეულზე (1,5 პროცენტი).

ტრანსპორტი: ფასები გაზრდილია 1,0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0,13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,2 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1,2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1,1 პროცენტი).

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები მომატებულია 1,8 პროცენტით, რაც 0,56 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (21,6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4,6 პროცენტი), თევზეული (4,2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2,6 პროცენტი), ასევე ყავა, ჩაი და კაკაო (1,4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-3,4 პროცენტი).

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3,5 პროცენტიანი ზრდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (6,1 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები მომატებულია 6,4 პროცენტით, რაც 0,43 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (10,9 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 4,7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,38 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი), ასევე ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (5,2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 4,3 პროცენტით, რაც 0,35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (6,8 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3,4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,3 პროცენტი).

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics