21:13 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 00:53:05, 1162 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, არც ერთი წამით არ დავფიქრდები

ჩემი თანამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, როგორც კი დადგება მისი თანამდებობიდან გადადგომის საჭიროება ის უკან არ დაიხევს.

კვირიკაშვილის თქმით, ის იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ გამოძიებამ უახლოეს პერიოდში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შედეგი დადოს.

"პირადად გავაკონტროლებ და ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დროის ტექნიკურად შესაძლებელ, უმცირეს მონაკვეთში, და ხვალ დილიდან მექნება საუბარი ამაზე, დავდებთ შედეგს და ეს იქნება პასუხი საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებზე და ამ გამოწვევაზე პოლიტიკური პასუხი ჩვენი მხრიდან. მინდა ბოლოს ვთქვა, რომ ჩემი თანამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს. როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, თუნდაც ოდნავ გააუმჯობესებს და განმუხტავს სიტუაციას, არც ერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები. დღეს ეს მომენტი არ დამდგარა. ჩემთვის მთავარია საზოგადოების შეკითხვებს უმოკლეს ვადებში პასუხები გავცეთ და ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებთან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა, თუმცა მომიტინგეებმა მას სხვადასხვა ნივთები ესროლეს და სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცეს.

მთავრობის ადმინისტრაციასთან ათასობით ადამიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას და მთავრობის გადადგომას ითხოვს. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics