21:13 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 21:12:07, 1404 ნახვა

კომენტარი
კუპრავა: მურუსიძის, ჩინჩალაძის, გვენეტაძის და სუბელიანის პროკურატურაში დასაბარებლად ხელისუფლებას ვადას 22:00 საათამდე ვაძლევთ

„გადადგნენ მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვენეტაძე და სუბელიანი. თუ 22:00 საათზე ეს პირები არ იქნებიან პროკურატურაში დაბარებული, სხვა მოთხოვნებს დავაყენებთ“, - ამის შესახებ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის უფლებადამცველმა ზვიად კუპრავამ განაცხადა.

„ჩვენი მოთხოვნაა, მირზა სუბელიანი ჩაჯდეს ციხეში. მთავარი პროკურორი გაწირეს და მირზას არ სვამენ ციხეში. ვინ არის ეს კაცი?! მოვითხოვთ გადადგნენ მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვენეტაძე და სუბელიანი. როდესაც ეს მოთხოვნები შესრულდება, ჩვენ ჩავთვლით, რომ სისტემა ჩამოვშალეთ. ველოდებით ათ საათს. თუ ათ საათზე ეს პირები არ იქნებიან პროკურატურაში დაბარებულები და არ ექნებათ შესაბამისი ბრალი წაყენებული, სხვა მოთხოვნებს დავაყენებთ. ხალხის გეშინოდეთ“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ცნობისთვის პარლამენტის შენობასთან ხალხის ნაკადი არ წყდება. ადგილზე ათასობთ ადამიანია შეკრებილი. ისინი აცხადებენ, რომ მთავარი პროკურორის გადადგომა საკმარისი არ არის და ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში დამნაშავე ყველა პირის დასჯას ითხოვენ.

რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის სრულად გადაკეტილია. ტერიტორიაზე სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics