19:56 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 10:53:59, 1124 ნახვა

კომენტარი
კალაძის ინფორმაციით, 10 აპრილიდან დღემდე, პარკირების წესების დარღვევაზე 36 816 ჯარიმაა გამოწერილი

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას „თბილისის პარკინგის“ მუშაობის შედეგები წარუდგინა.

მისი თქმით, სატრანსპორტო კომპანიის მიერ ეფექტიანად ხორციელდება მუნიციპალური პარკირების მენეჯმენტი და სათანადოდ ხდება დარღვევებზე რეაგირება.

„პარკირების წესების დარღვევაზე გამოწერილია 36 816 ჯარიმა, რაც თანხობრივად 368 160 ლარზე მეტს შეადგენს, ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა 237 ავტომანქანის ევაკუაცია, ხოლო სერვისის მომხმარებლების მხრიდან შესყიდულია 20 800 საშვი და გადახდილია 520 000 ლარი. აქაც გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო. გვეუბნებოდნენ, რომ ქალაქში კოლაფსი იქნებოდა და ჩვენ ვერ განვახორციელებდით პარკირების მენეჯმენტს. სატრანსპორტო კომპანიას მადლობა ვუთხრა, რომ ის წარმატებით ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ თბილისის პარკირების სისტემის მენეჯმენტი 10 აპრილიდან გადაიბარა.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics