13:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 13:03:47, 1405 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: რეფორმები ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებასა და მშპ-ს პოტენციური დონის ზრდას ხელს უწყობს

„მაჩვენებლები, რომელიც დღეს „საქსტატმა" გამოაქვეყნა, არის იმ ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების შედეგი, რომლებსაც პოზიტიური გავლენა აქვთ ეკონომიკურ ზრდაზე და   დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე" - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით,  საქართველოს მთავრობა  აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ვაჭრობის დივერსიფიკაციის და ინოვაციების წახალისების მიმართულებით. 

მისივე შეფასებით, მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები ხელს უწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებასა და მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონის ზრდას.

„რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელშეწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის  შემოღების შესახებ. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ აღნიშნული მექანიზმის სქემაზე და გარწმუნებთ, რომ ეს ინსტრუმენტი მნიშვნელოვნად გაზრდის მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, რაც დასაქმებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე პოზიტიურად აისახება", -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„საქსტატმა" დღეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, სადაც, წინასწარი შეფასებით, აპრილის თვეში 6.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ასეთი  მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ  ჭრილში  2014 წლის შემდგომ არ დაფიქსირებულა. ამასთან, 2018 წლის პირველი კვარტლის საშუალო ზრდა 5.2 პროცენტს, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ზრდა 5.5 პროცენტს შეადგენს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics