03:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 15:18:24, 1201 ნახვა

ეკონომიკა
ესპანური კომპანია „REPSOL“-ი საქართველოში ნახშირწყალბადების პოტენციალს შეისწავლის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და ესპანეთის ნავთობისა და გაზის ნავთობკომპანია „REPSOL"- ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა გიორგი ტატიშვილმა, ხოლო ესპანური კომპანიის მხრიდან, "REPSOL" გლობალური ახალი მიმართულებების დირექტორმა მიქელ ერქუიგამ (Mikel Erquiaga) მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, კომპანია „REPSOL"-ი მის ხელთ არსებული მასალების შესწავლისა და გადამუშავების შედეგად მოამზადებს და სახელმწიფოს გადასცემს მტკვრის აუზის ნახშირწყალბადების პოტენციალის შეფასების ანგარიშს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი შემდგომი ათვისებისთვის. მემორანდუმის  ფარგლებში, ქართველი სპეციალისტები „REPSOL"- ის მონაცემთა ბაზაში გადამზადებას გაივლიან. ანგარიში სახელმწიფოს  საშუალებას მისცემს, მტკვრის აუზში ძიების პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვროს.

„REPSOL" 1987 წელს დაფუძნდა. დღეს  ის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის  მსხვილ კომპანიას წარმოადგენს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. კომპანიას უჭირავს მსოფლიოში  მე-14-ე ადგილი   ნავთობკომპანიებს შორის.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics