00:57 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 14:02:26, 1349 ნახვა

ეკონომიკა
მოლდოვის რესპუბლიკასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობასა და მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობას შორის "შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" კონვენცია, რომელსაც საქართველოში მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, 2017 წლის 29 ნოემბერს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა, ანდრეი გალბურმა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენციის მთავარი მიზანია, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება და ინვესტიციების წახალისება, ასევე, გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდება, რაც მიიღწევა საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით.

შეთანხმების ტექსტები ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სამოდელო ვარიანტს და განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დაბეგვრის პრინციპებს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 55 ქვეყანასთან (დეტალების იხილეთ www.mof.ge).

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics