03:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 14:06:19, 1421 ნახვა

სამართალი
წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

17 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის 2 ფაქტი გამოავლინეს.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან შემომავალ ამავე ქვეყნის მოქალაქე ა.მ-ს 5404,58 ლარის ღირებულების 71,91 გრამი არადეკლარირებული საქონელი ავტომანქანაში უპოვეს, ხოლო საქართველოს მოქალაქე გ.მ-ს  4176,12 ლარის ღირებულების  35,72 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ჩანთის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას აღმოუჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე  მუხლის მე-10 ნაწილის მიოხედვით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა 5404,58 ლარისა  4176,12 ლარის ოდენობით.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics