13:16 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 12:52:20, 1367 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე სამადაშვილს: ევროპული იდეა რუსთაველზე მაშინ მარცხდებოდა, როდესაც დემონსტრანტებს არბევდნენ

„ევროპული იდეა მარცხდებოდა რუსთაველზე მაშინ, როდესაც არბევდნენ დემონსტრაციებს, აკავებდნენ და კლავდნენ ადამიანებს“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის რეპლიკის პასუხად განაცხადა, რომელმაც ხელისუფლება რუსთაველზე მიმდინარე აქციებისას გამოჩენილი კონტრაქციის წევრების იდეოლოგიისა და ქმედებების დაშვებისთვის გააკრიტიკა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კვირას დაცული იყო ყველა დემონსტრანტის უფლება და სახელმწიფო ასევე გააგრძლებს მომავალშიც.

„დღეს საქართველომ დემოკრატიული განვითარების მაღალი დონისა და მაღალი სტანდარტის მაგალითი აჩვენა. ამით ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება საკითხისადმი მიდგომას ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში შემუშავდება ისეთი მიდგომები და პოლიტიკა, რომელიც მისაღები იქნება ფართო საზოგადოებისთვის და არა ერთი რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის.

აღსანიშნავია, რომ დღეს მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს პარლამენტში ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია წარადგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც საგარეო საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრების კითხვებს უპასუხა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics