02:17 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 01:41:10, 1754 ნახვა

სამართალი
რუსთაველის გამზირზე პოლიციის მისამართით ქვები ისროლეს - დაშავდა ერთი სამართალდამცველი

რუსთაველის გამზირზე, სადაც კონტრაქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით ბოთლებს, ქვებს და სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, შსს-ს ერთი თანამშრომელი დაშავდა.

ადგილზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. კონტრაქციის მონაწილეები 9 აპრილის მემორიალთან მისვლას ცდილობენ, სადაც "თეთრი ხმაურის მოძრაობა" აქციას მართავდა, თუმცა სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. ტერიტორიაზე სპეცრაზმის დამატებითი ძალების მობილიზება ხდება, რომლებიც ფარებით და ხელკეტებით არინ შეიარაღებული.

ამასთან, დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა კონტრაქციის 20-მდე მონაწილე დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე ამ დრომდე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები, რომლებიც აქციის დასაშლელად გამოიყენება.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის "ჩვენი თავისუფლებისთვის" მონაწილეებმა უკვე დატოვეს. ისინი სამართალდამცველებმა ტერიტორიას ავტობუსებით გაარიდეს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics