06:28 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-06 12:05:38, 2032 ნახვა

მსოფლიო
აშშ რუსეთში მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას გმობს და მათ გათავისუფლებას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთში მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებას გმობს და მათ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ჰიზერ ნაუერტის მიერ Twitter-ით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც საკუთარ ლეგიტიმურობაში დარწმუნებულები არიან, არ აპატიმრებენ მშვიდობიან მოქალაქეებს აქციაში მონაწილეობის გამო“, – წერია ნაუერტის განცხადებაში.

მანამდე რუსეთში გუშინ გამართული აქციების მონაწილეთა დაკავება ევროკავშირშიც დაგმეს. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ეს ქმედება გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.

შეგახსენებთ, რომ აქციები "ის ჩვენი მეფე არ არის" რუსეთის ათობით ქალაქში პუტინის მორიგ ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, 5 მაისს გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, პოლიციამ 1 597 ადამიანი დააკავა. აქტივისტების უმეტესობა მოსკოვში დააპატიმრეს.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics