22:18 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 14:55:06, 1751 ნახვა

სამართალი
შსს-მ ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობის საქმე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა თბილისში მომხდარი კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობა გახსნეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ გ.ჩ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გ.ჩ.-ზე ძებნა გამოაცხადა.

„პოლიცია აღნიშნულ ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. მოწმის სახით ათეულობით პირი გამოიკითხა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მარტს, დაახლოებით, 13:30 საათზე, თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩაზე, N1-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ნ.კ. და სხეულზე დაზიანება მიაყენა ამავე ბინაში მყოფ ქალბატონს - თ.ბ.-ს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით გადაყარა დანაშაულის ჩადენის იარაღები - მაკაროვის და ბერეტას სისტემების 2 პისტოლეტი, რომლებიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. ამოღებულ იარაღს შესაბამისი ექსპერტიზები ჩაუტარდა.

ამ დროისთვის, გ.ჩ.-ს ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებები.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, სხვა დანაშაულის დაფარვის ან გაადვილების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე, 19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics