05:11 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 13:11:29, 2401 ნახვა

მსოფლიო
სკრიპალები 100 გრამამდე თხევადი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს

ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს 50-დან 100 გრამამდე თხევადი „ნოვიჩოკით" მოწამლეს.

ამის შესახებ The New York Times-ი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) ხელმძღვანელზე, აჰმედ აზუმჯუზე დაყრდნობით წერს.

მან აღნიშნა, რომ ეს გაცილებით დიდი დოზაა, ვიდრე ლაბორატორიული კვლევისთვის არის საჭირო.

 "კვლევისთვის, თქვენ, მაგალითად, 5-10 გრამი დაგჭირდებათ", - განაცხადა მან.

აჰმედ აზუჯმუმ ასევე აღნიშნა,  რომ მან შხამიანი ნივთიერების ზუსტი მასა არ იცის.

„ე.წ ნოვიჩიკი", რომელიც სოლსბერიში სერგეი სკრიპალის წინააღმდეგ გამოიყენეს, თხევად მდგომარეობაში იყო“,- განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

 შეგახსენებთ, რომ სკრიპალები 4 მარტს ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაში რუსეთს დასდეს ბრალი. სანქციის სახით, ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. სერგეი სკრიპალის საქმის გამო რუსი დიპლომატები უკვე 30-ზე მეტი ქვეყნიდან გააძევეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics