16:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 10:21:32, 1748 ნახვა

ეკონომიკა
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსებას მომავალშიც გააგრძელებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტს, ჯორჯინა ბეიქერს (Georgina Baker) შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.

ფინანსთა მინისტრმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ის პოზიტიური დინამიკა, რაც 2017 წლის ბოლოს და  2018 წლის დასაწყისიდან აღინიშნება ეკონომიკაში.  ასევე, განიხილეს ის რეფორმები, რომელთა მიზანია, საშუალო და მცირე ბიზნესის წახალისება, ადამიანური კაპიტალის განვითარება.

ფინანსთა მინისტრმა IFC-ის  ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის პრიორიტეტული სექტორების დაფინანსებისთვის, მათ შორის, ისეთ სექტორებში, როგორიცაა: საფინანსო სფერო, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, კაპიტალის ბაზარი.

„შეხვედრაზე განვიხილეთ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა და საქართველოს შორის წარმატებით მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მოხარული ვარ, რომ პარტნიორობა გრძელდება. ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ საქართველოს მხარდაჭერას", - აღნიშნა საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია. მსოფლიო ბანკის კერძო სექტორის ოპერაციები სწორედ IFC-ის მიერ ფინანსდება. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში,  იგი ინვესტიციებით და საკონსულტაციო მომსახურებით საქართველოში ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics