21:33 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-10 11:30:50, 1510 ნახვა

საზოგადოება
ლაბორატორიის სპეციალისტებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიის სპეციალისტებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.კონფერენციის მთავარი თემა სურსათის კვლევის საკითხები იყო და მას მოწვეული სტატუსით, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, აზერბაიჯანელი და სომეხიკოლეგებიც ესწრებოდნენ.

კონფერენციის მიზანი, სამხრეთ კავკასიის რეგიონში დარგის სპეციალობების მიხედვით საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება და შემდგომ საკუთარ ქვეყნებში მომხმარებლებისათვის გაუმჯობესებული სერვისის შეთავაზება იყო.

კონფერენციაზე წარმოადგენილი იყო სამხრეთ კავკასიიდან მოწვეული ლაბორატორიისა და აკადემიური პერსონალის ზეპირი და პოსტერული პრეზენტაციები. პირველად, მსგავსი მასშტაბის კონფერენციაზე წარმოდგენილი იყოსსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტების პოსტერიც.

კონფერენცია ჩატარდა გერმანიის ეროვნული მეტროლოგიის ინსტიტუტის, PTB - ის მიერ, სამხრეთ კავკასიის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით.

 

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics