|
2018-04-08 12:58:53, 1518 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციურ დაწესებულებებში წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მდებარე ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. დაწესებულებებში იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში გადმოსული წმინდა ცეცხლიც მიაბრძანეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი N15 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე წმ.ნიკოლოზის სახელობის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას მსჯავრდებულებთან ერთად დაესწრო. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ტაძარში შეკრებილებს მიულოცა. „რამდენიმე წელია უკვე ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ეს ტაძარი მოქმედებს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები ტრადიციულად აქ ვხვდებით აღდგომას. მინდა, რომ აქ მყოფ ადამიანებს, მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს მივულოცო აღდგომის დღესასწაული,“- განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)