20:28 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-07 12:22:42, 1513 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე ევროკომისიისა და FRONTEX-ის დელეგაციას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატისა და ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (FRONTEX) დელეგაციას შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ნინო ჯავახაძემ სტუმრებს სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობები გააცნო, რომლებიც საერთაშორისო სამართალდაცვით თანამშრომლობას, ასევე, უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკის შემცირების მიზნით ჩატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს დეტალურად გააცნეს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადების მართვის და სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული სპეციფიკა. შეხვედრაზე მხარეებმა მგზავრთა მიმოსვლის კუთხით არსებულ დინამიკაზეც ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მოინახულეს და მგზავრთა მიმოსვლის მიმართულებით არსებულ პროცედურებს ადგილზე გაეცნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics