22:30 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 17:54:15, 2072 ნახვა

კომენტარი
მაია ცქიტიშვილი: თვითმართველობის განვითარება და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები სამინისტროს პრიორიტეტად დარჩება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ახალ პოზიციაზე პირველი სამუშაო დღე სამომავლო გეგმებზე საუბრით დაიწყო.

ცქიტიშვილი თანამშრომლებს მისმა წინამორბედმა, ზურაბ ალავიძემ წარუდგინა.

ცქიტიშვილი კონკრეტულ გეგმებზე ჯერ ვერ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ სამინისტროს პრიორიტეტებში ისევ რჩება, სივრცითი მოწყობის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები.

„სივრცითი მოწყობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი და აქტიური დღის წესრიგია ამ მიმართულებით და ამიტომ თავისთავად, ამაში უფრო აქტიურად ჩავერთვები, იმისთვის რომ ეს გეგმები განხორციელდეს. თუმცა, ამასთან ერთად ეს არის რეგიონული განვითარების სამინისტრო და აქედან გამომდინარე როგორც თვითმართველობის განვითარება ასევე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები ბუნებრივია დარჩება ამ სამინისტროს პრიორიტეტში“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი ზურაბ ალავიძემ დატოვა და მის ადგილს მაია ცქიტიშვილი იკავებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics